20 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
მოზარდების მკვლელობა და საპროტესტო აქციები საქართველოში - კობახიძეს მიმდინარე პროცესზე კითხვა ამერიკელმა დიპლომატმა დაუსვა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის სპიკერებთან ერთად “ატლანტიკურ საბჭოში “ საჯარო გამოსვლის დროს კითხვა, მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაუსვეს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, როგორ აფასებს პროტესტს, კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის აღსრულებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროტესტი საქართველოში, საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტურის განვითარების დემონსტრირებაა და ამას გენერალური პროკურორის გადადგომაც მოწმობს.

„ეს პროტესტი არის საზოგადოების და საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარების დემონსტრირება. 2012 წლამდე ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კუთხით დრამატული პრობლემები გვქონდა, თუმცა მსგავსი პროტესტების შემდეგ არცერთი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი არ გადამდგარა.  

ამ შემთხვევაში კი გვქონდა პროტესტი დაკავშირებული კრიმინალური საქმის გამოძიებასთან, იმის მიუხედავად რომ არ იყო დამტკიცებული პროკურატურის არასწორი ქმედება დამტკიცებული და  მხოლოდ კითხვის ნიშნები არსებობდა გენერალური პროკურორი გადადგა რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საზოგადოების კულტურის თვალსაზრისით წინ წავიწიეთ“ -განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები