20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია კონგრესში - პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი 

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მორიგი დავისა და უთანხმოების მიზეზი გახდა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მხარდამჭერი აქტის შემუშავება მმართველი გუნდის მუშაობის შედეგია. 

დავით რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტ მარგველაშვილის შტატებში ვიზიტი შეახსენა, რა დროსაც მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

„პრეზიდენტმა შექმნა ეს პროცესი, მან დაინახა აუცილებლობა ამ პროცესის. დაინახა შესაძლებლობის ფანჯარა. კონგრესში გამოსვლისას, კონგრესს მიმართა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით. დასანანი იყო ის ქილიკი, რომელიც თბილისიდან, მმართველი პარტიიდან პრეზიდენტის კონგრესში გამოსვლას მოჰყვა.

ახლა მთავარია, რომა ახალმა მთავრობა, არჩევნებამდე გაწიოს მთელი ძალისხმევა, რომ ამ აქტის მიღება მოხდეს“- აცხადებს რაქვიაშვილი.

დღის ამბები