20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
"საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში" - თბილისში მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში“ - ამ სახელწოდებით სასტუმრო Holiday Inn-ში, მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა, ანდრეას კიფერმა და დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ გახსნეს.

„საუბარი ასევე, შეეხო იმას, რომ 2019 წელს საქართველო ხდება თავმჯდომარე ქვეყანა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ სწორად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა იყო.

„ჩვენ ვეხმარებით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებაში, ეს ნიშნავს ადგილობრივი ადმინისტრაციების გაძლიერებას, რომლებსაც არჩეული პოლიტიკოსები უძღვებიან. ეს პოლიტიკოსები კი პასუხისმგებელი არიან მოქალაქეების წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესში ხალხის ჩართულობასაც. მოხარული ვართ, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას საქართველო სერიოზულად უდგება,“ - აცხადებს ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი, ანდრეას კიფერი.

ევროპელმა კოლეგებმა ხელისუფლებას ამ კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს და მათ რეკომენდაციებიც მისცეს.

დღის ამბები