20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
მთავრობის სხდომას წულუკიანი, კახიშვილი და გახარია არ ესწრებიან - პრემიერი ახალ შემადგენლობას ამ დრომდე არ ასახელებს 

მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე, არაერთი კითხვის მიუხედავად მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობას.

პრემიერის განცხადებით, ის ახალი მთავრობის შემადგენლობას მას შემდეგ წარადგენს, რაც პარლამენტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პროცედურას დაასრულებს.

სხდომას არ ესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და შს მინისტრი გიორგი გახარია. 

„რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, რა თქმა უნდა მე ვაცნობიერებ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. აქედან გამომდინარე, მე  დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პარლამენტში შესაბამის პროცედურებს გავივლით მოკლე ვადაში და მე საშუალება მექნება საზოგადოებას წარვუდგინოთ განახლებული მთავრობა“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომა გასულ კვირას დასწრებია.

 

დღის ამბები