20 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ვიწყებთ ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან - პრემიერი 

2014 წლის 27 ივნისი ისტორიული თარიღია ჩვენი ერისთვის, რომელმაც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების" ხელმოწერიდან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით 4 წელი შესრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ არაერთ ხელშესახებ წარმატებას და შედეგს მიაღწია.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, რაც მნიშვნელოვანი სარგებელია ჩვენი თითოეული მოქალაქეებისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავება, რომლის განხორციელებაც კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ასევე, ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ეს იქნება უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები