20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
თუ იარსებებს მტკიცებულება, რომ სიაში მყოფი პირები არიან გარდაცვლილი, მოხდება მათი სიიდან ამოღება - ზალკალიანი 

თუ იმ პირების შესახებ დოკუმენტალური მტკიცებულება, რომ არის გარდაცვლილი, ბუნებრივია, მოხდება მისი ამოღება - ეს განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. 

მინისტრი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი პირების ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა. 

ზალკალიანმა იმ სამართლებრივ საფუძველზე ისაუბრა, რის გამოც სიაში გარდაცვლილი პირები მოხვდნენ. მინისტრის განმარტებით, დანაშაულის ჩამდენი პირის გარდაცვალების მტკიცებულება არ არსებობს. 

მისივე თქმით, სია დახურული არ არის და მასზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

„სამართლებრივად, როდესაც არ არის არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი, რომ ის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის გარდაცვლილი ან ცოცხალი, ამიტომ, ვერ მოხდებოდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, ეს სია არ არის დახურული, ეს არის ცოცხალი სია, ღია არის ეს სია და, ბუნებრივია, თუკი იქნება ამა თუ იმ პირზე დოკუმენტალური მტკიცებულება, რომ არის გარდაცვლილი, ბუნებრივია, მოხდება მისი ამოღება. არანაირი კითხვები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით არ აქვთ,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

დღის ამბები