20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
საგანგებო განცხადება უნდა გაკეთდეს, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა მოხდა - ვოლსკი მესაზღვრეების გატაცებას საგანგაშო ფაქტს უწოდებს

რუსი სამხედროების მიერ, ქართველი მესაზღვრეების დაკავების ფაქტს საგანგაშოს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება უნდა გავრცელდეს, რათა გაირკვეს, რა გახდა მესაზღვრეების გატაცების მიზეზი. დეპუტატი ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეფასებები გაკეთდეს.

„რასაკვირველია საგანგაშოა და საგანგებო განცხადება უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდგომ შევაფასოთ პოლიტიკურად არის შესაფასებელი თუ სხვა შეფასებას იმსახურებს ეს თემა,"-აცხადებს ვოლსკი.

საქართველო-რუსეთის საზღვართან დაღესტნის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ ორივე მესაზღვრე თავისუფალია.

დღის ამბები