რუსი სამხედროების მიერ ქართველი მესაზღვრეების გატაცებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი. ნარჩემაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არ აქვს ასეთი ინციდენტების სრულყოფილი პრევენციის მექანიზმი.
„როდესაც ასეთი რამ ხდება, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. გარკვეულწილად, ჩვენ არ გვაქვს გარკვეული გართულებების გარეშე ამის სრულყოფილი პრევენციის საშუალება.
გართულებებს გარკვეული მიზეზების გამო მოგეხსენებათ ვერიდებით, როგორც ერთ ისე სხვა სასაზღვრო გამშვებ ადმინისტრაციულ საზღვრებთან ან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ“-აცხადებს ნარჩემაშვილი.
საქართველო-რუსეთის საზღვართან დაღესტნის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ ორივე მესაზღვრე თავისუფალია.