20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მცირე მთავრობის კონცეფცია და ხალხის გაშვება, ეს ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებები არ არის - ფინანსთა მინისტრი ოპონენტებს აკრიტიკებს

„მცირე მთავრობის კონცეფცია და ხალხის გაშვება, ეს ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებები არ არის,“ - ეს განცხადება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის მეირ ხარჯების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფცია, რომელიც პრემიერმა წარადგინა, არ გულისხმობს სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომლების გაშვებას.

ნიკოლოზ გაგუა მცირე მთავრობის კონცეფციასა და თანამშრომლების რაოდენობის შემცირების ერთმანეთთან დაკავშირების გამო ოპონენტებს აკრიტიკებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განმარტავს, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია საჯარო მოხელის დაფასებას გულისხმობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ოპონენტებმა გაათვითცნობიერონ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია და ხალხის გაშვება, ეს ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებები არ არის. ეს ეკონომიკის ელემენტარულმა მცოდნემ უნდა იცოდეს. ამიტომ, ჩვენთვის საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ ხდება ამ ორი ცნების დაკავშირება. როდესაც ჩვენ მცირე მთავრობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ეფექტურ მთავრობაზე. მცირე მთავრობის კონცეფცია არანაირად არ გულისხმობს ვინმეს სახლში გაშვებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი აღრევა ხდება. უფრო მეტიც, მცირე მთავრობის კონცეფცია, მატ შორის, ეყრდნობა პრინციპს, რომ საჯარო მოხელე უნდა იყოს დაფასებული,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

დღის ამბები