20 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ჩაშლილი ტენდერები - დედაქალაქის მერი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

დედაქალაქის მერი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. კახა კალაძე საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს გამოეხმაურა.

ნაციონალური მოძრაობა მერიას 45 მილიონიანი ტენდერის ჩაშლაში ადანაშაულებს, რომლითაც დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსი უნდა შემოეყვანათ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მერიამ ვერც ერთი ტენდერის გამართულად ჩატარება ვერ შეძლო, რაც არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.

კახა კალაძე კი ამბობს, რომ ავტობუსების შესაყვანად ტენდერი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო ჩაიშალა და უახლოეს დღეებში თავიდან გამოცხადდება.

„ტენდერის ჩავარდნას რაც შეეხება, გამარჯვებული კომპანია იყო მანი, თუმცა, გარკვეული ხარვეზები ჰქონდა დოკუმენტაციაში, რომელიც იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, ამის გამო მოხდა ტენდერის ჩაშლა და რამდენიმე დღეში ისევ გამოცხადდება. დაახლოებით, 90 ავტობუსზეა საუბარი ამ ეტაპზე, თუმცა, ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, პრემიერმინისტრთან და არ გამოვრიცხავ, რომ წელს კიდევ დამატებით გარკვეული რაოდენობები შევისყიდოთ,“ - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები