ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.
სხდომა, დაახლოებით, 2 საათის წინ დაიყო. ომბუდსმენის და არასამთავრობოების წარმომადგენლები კომისიის წევრებს იმ შეკითხვებს გააცნობენ, რაც მათ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში გაუჩნდათ.
სახალხო დამცველმა მასალების შესწავლის შემდეგ ღიად განაცხადა, რომ "საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი". დღევანდელი შეხვედრა დახურულ რეჟიმში იმართება.
„სახალხო დამცველს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მინუსია, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ამ საქმეში, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, შესაძლოა, არ არის ჩატარებული და გარკვეულ საპროცესო მოქმედებებზეც იგივე წესი ვრცელდება.
"ჩვენ ვფიქრობთ, გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობა შეიძლება, ამ საქმეში იკვეთებოდეს და ამ პირთა პასუხისგებაში მიცემა აუცილებელია იმისათვის, რომ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდეს,“ - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღევანდელ შეხვედრაზე იქნება მსჯელობა იმ პროგრესზე, რომელსაც საგამოძიებო კომისიამ მიაღწია. ასევე განიხილება ის რეკომენდაციები, რომელიც შეთავაზებულია საგამოძიებო კომისიისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობისა და კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, საუაბრი იქნება რეკომენდაციებზეც, თუმცა, დასკვნას საგამოძიებო კომისია მსჯელობის დასრულების შემდეგ გამოიტანს.