20 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი ქართულ ჯარს ამარაგებს-ხელისუფლების წევრები ინფორმაციას არ ფლობენ

რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტის ორი კომპანია ქართულ ჯარს ამარაგებს.  თავდაცვის სამინისტრო მისგან ეკიპირების გარდა კომპიუტერულ ტექნიკასაც ყიდულობს.  პეტრე დევრიშაძის კომპანიასა და ძალოვან სტრუქტურებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები მინისტრთა კაბინეტის ნაწილისთვის უცნობია.

„არ ვფლობ ამ ინფორმაციას და ვერ გიპასუხებთ ამ კითხვასთან დაკავშირებით,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ თუ კი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, შესაბამისი უწყებები მათ ამომწურავ პასუხს გასცემენ.  

ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს არც თბილისის მერი. კახა კალაძის განცხადებით ის, რომ დევრიშაძე ნასამართლევია წინა ხელისუფლების დროს არ არის საკმარისი მიზეზი დასკვნების გასაკეთებლად. 

დღის ამბები