საქართველოს მთავრობის დადგენილებით საგამოცდო ცენტრების კონდინციონერებით აღჭურვაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯება.
გაგრილების სისტემებით 21 საგამოცდო ცენტრი უნდა აღიჭურვოს, რისთვისაც დაჩქარებული წესით 900 კონდინციონერი უნდა შეიძინონ და დაამონტაჟონ.
ერთ კონდინციონერში ხელისუფლება 2200 ლარამდე გადაიხდის, რასაც ოპოზიციაში საბაზროსთან შედარებით მაღალ ფასად თვლიან. ამასთან კონდინციონერების დასამონტაჟებლად 20 დღიანი ვადაა გათვალისწინებული, და არის ალბათობა, რომ მათი დამონტაჟება გამოცდების დასრულებამდე საერთოდ ვერ მოესწროს.
„კონკრეტული დოკუმენტაცია ჩაგვივარდა ხელში, რომლიც ადასტურებს, რომ 2 მილიონი ლარი 29 ივნისს გამოიყო, რომ კონდიციონერები დამონტაჟდეს საგამოცდო ცენტრებში, თუმცა მითითებულია 20 დღე რა ვადაშიც შესაძლოა ეს კონდიციონერები დამონტაჟდეს საგამოცდო ცენტრებში, ფაქტობრივად ამ ვადაში გამოცდები იქნება შესაძლებელი.
ტენდერის გარეშე 2 მილიონ ლარს ფაქტობრივად გაფლანგავს სახელმწიფო ბიუჯეტი და შეისყიდის 900 კონდიციონერს, თუმცა რაში გამოიყენებს ამას ჩვენთვის გაუგებარია“- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.