20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ღარიბაშვილს და კბილაშვილს იცით რამდენჯერ მივმართე? - დევრიშაძეს რუსეთის აგენტობის ბრალდება მოხსნილი არ აქვს

რუსეთის აგენტობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძე, რომელმაც 2012 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროსა და შს სამინისტროსგან ტენდერების გზით, 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

დევრიშაძე ამბობს, რომ მისსა და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობას აქვს ადგილი.

როგორც ირკვევა, დევრიშაძე ამ დრომდე რუსეთის აგენტობის გამო გასამართლებულ პირთა რიგებში რჩება. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, მისი ბრალის ანულირების შესახებ პროკურატურის ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იძებნება.

თავის პირველ ინტერვიუში, დევრიშაძე ადასტურებს, რომ მან არაერთხელ მიმართა ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და ყოფილ მთავარ პროკურორს, თუმცა ყველა მათგანმა ბრალის ანულირების შესახებ დევრიშაძის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

"უამრავი განცხადება შევიტანე. გიორგი მგელაძე, რომ წერს თურმე სამი დღე ეძიებდა ჩემზე პროკურატურაში ინფორმაციას და ვერაფერი ვერ მოვიპოვეო. იცით, იმდენი განცხადება დავწერე არჩილ კბილაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, დავით უსუფაშვილის სახელზე, მაგრამ რათ გინდა?- ნოლი. ყველაფერი თაროზე. იმიტომ რომ არ აწყობთ. მე რა გავაკეთო მითხარით?" - აცხადებს დევრიშაძე.

"შაბათის კურიერში" გასული სკანდალური სიუჟეტის მიხედვით, დევრიშაძეს ყველაზე მეტი ტენდერი ლევან იზორიას მინისტრობის დროს აქვს მოგებული. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული ქართულ ჯარს ეკიპირებითა და ტექნიკური აღჭურვილობით ამარაგებს. 

დღის ამბები