20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
მცირე მთავრობის კონცეფცია არის ცალსახად დადებითი - ზაზა ხუციშვილი

„მცირე მთავრობის კონცეფცია არის ცალსახად დადებითი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა მთავრობაში მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ზაზა ხუციშვილის თქმით, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაერთიანდა რამდენიმე თვის წინ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო, რასაც მაშინ გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

„რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის კომიტეტს პარლამენტში გული სწყდება იმაზე, როდესაც სამინისტრო ცალკე არ აგრძელებს საქმიანობას. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც რამდენიმე თვის წინ სტრუქტურულ ცვლილებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის შეერთების შესახებ ჩვენმა კომიტეტმა არ დაუჭრია მხარი და ეს ბუნებრივი არის, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ცალსახად დადებითი მოვლენა, რადგან ოპტიმალური რაოდენობის სამინისტროები პოლიტიკური ნების, სურვილის და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, არის ცალსახად დადებითი,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

ცვლილებების მიხედვით აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხოლოდ 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება, მმართველი გუნდის გათვლებით კი შედეგად 120 მილიონ ლარამდე დაიზოგება. 

დღის ამბები