20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ისაუბრა 

პრემიერ-მინისტრმა ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედების შესახებ განაცხადა. მამუკა ბახტაძის განმარტებით დღეიდან ამოქმედდა სისტემა, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სიახლე 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.

ამ რეჟიმით სარგებლობა შეუძლიათ ასევე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ასეთი შეღავათი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად.

“ახალი საგადასახადო რეჟიმი უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. ფინანსთა სამინისტროს სისტემა მზადაა თითოეულ მეწარმეს გაუწიოს შესაბამისი დახმარება, რეგისტრაციის პროცესი არის ძალიან მარტივი და არაა დაკავშირებული არანაირ ბიუროკრატიასთან. ამასთან ერთად, უმოკლეს ვადებში, ბანკებს, ისევე როგორც მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, რომ თვითონ გაუწიონ აღნიშნული სერვისი თავის კლიენტებს, სადაც კიდევ უფრო გაამარტივებს მცირე მეწარმედ დარეგისტრირების პროცესს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები