„შენიშვნები სხვადასხვა საკითხზე გამოთქვეს მაგრამ ყველა კითხვაზე ჩვენს მიერ გაცემულ იქნა ამომწურავი პასუხი და ამ კითხვებმა დააკმაყოფილა კომისია,“-ამის შესახებ განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ რატომ ვერ მოხერხდა მირზა სუბელიანის ამოცნობა ვიდეომასალაში, რომელშიც კარგად ჩანს როგორ ტოვებს მირზა სუბელიანი მისი ცოლის დის ქმართან თენგის კალანდიასთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოს. შალვა ბედოიძის განცხადებით მან ყველა კითხვას უპასუხა.