20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ჩვენ ვერ მივიღეთ ღია კითხვაზე პასუხი - ბოკერია ხორავას ქუჩის გამომძიებლებზე საუბრობს

„არ მეგონა თუკი შესაძლებელი იყო ამ კითხვების გაათმაგება“-ეს განცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ გააკეთა. დღეს კომისიის წევრების კითხვებს პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და გამომძიებლები პასუხობდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით  მათი პასუხებიდან გამომდინარე კომისიას უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა. მათ შორის კითხვები უკავშირდება მირზა სუბელიანს, რომლის იდენტიფიცირება ვიდეოში არ მოხდა. საუბარია ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს როგორ ტოვებს მირზა სუბელიანი მისი ცოლის დის ქმართან, თენგის კალანდიასთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოს. თუმცა მიუხედავად ამისა, ის ოქმში დაფიქსირებული არ არის.

„როდესაც გამოძიება მნიშვნელოვან საქმეზე  ვიდეოჩანაწერში ვერ ამოიცნობს ერთ პირს და ამოიცნობს მეორე პირს  და თვითონ ოფიციალურად იძახის რომ დაუდგენელი პირია, ჩვენ ვერ მივიღეთ ღია კითხვაზე პასუხი როდესაც დავსვით, რომ რა ღონისძიებას მიმართეს მათ. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა, ეჭვმიტანილებს და იმ პირს მაინც  ვინც ამ ვიდეოფირზე ამოცნობილი გყავს, იმას ხომ მაინც უნდა ჰკითხო ვინ არის ეს ადამიანი. უბრალოდ კითხვა, ვინ არის ეს ადამიანი ვინც თქვენთან ერთად გამოდის ამა და ამ ადგილიდან. ამ კითხვის დაუსმელობაზე რა შეიძლება იყოს პასუხი,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვები გამომძიებლებთან აქვს მმართველ გუნდსაც.

„ბოლომდე ვერ დამაკმაყოფილა. ამას შეიძლება ჰქონდეს სუბიექტური და ობიექტური გარემოებები. ანუ ბოლომდე არ ვიცი და ხვალინდელი დღე კიდევ უფრო გვაჩვენებს,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები