20 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს - უკრაინული პრესა

უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი წერილი უკვე გაუგზავნა ნატოს გენერალურ მდივანს, რომელშიც აცნობა რომ მხარს არ დაუჭერს სამიტზე, უკრაინისა და საქართველოს ლიდერების ალიანსის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიღებულ არც ერთ რეზოლუციას.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი ბუდაპეშტსა და კიევს შორის განათლების შესახებ კანონთან დაკავშირებით არსებული უთანხმოებაა, რომელის მიხედვით 2020 წლიდან საგანმანათლებლო პროცესი ქვეყანაში უკრაინულ ენაზე იქნება დაფუძნებული.

დღის ამბები