20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
თუ მთავარი პროკურორობის კანდიდატურის წარმდგენი წულუკიანი იქნება, ამ პროცესს ნდობა ვერ ექნება - ანა ნაცვლიშვილი

„თუ მთავარი პროკურორობის კანდიდატურის წარმდგენი ისევ თეა წულუკიანი იქნება, მაშინ ამ პროცესს საზოგადოების თვალში ვერანაირი ნდობა ვერ ექნება,“- ეს განცხადება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. ანა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანის მეშვეობით მართლმსაჯულების სისტემა ჩავარდა, ამიტომ საზოგადოებას მის მიმართ ნდობა დაკარგული აქვს.

„გარკვეული საფრთხე არსებობს, რომ მთელი საზოგადოებრივი ინტერესი ახლა წავიდეს კონკრეტული გვარების და სახელების მიმართ და დაგვავიწყდეს ის სისტემა, რომელიც არსებობს და რომლის მეშვეობითაც ხდება მთავრი პროკურორის შერჩევა. თეა წულუკიანის თემა თუ დარჩება აქტუალური და თუ ისევ ის უნდა იყოს ახალი კანდიდატურის წარმდგენი, მაშინ საზოგადოების თვალში ვერანაირი ნდობა ამ პროცესს ვერ ექნება. ამიტომ წულუკიანის თემა დავიწყებას ვერ მიეცემა, ამაზე საზოგადოების მოთხოვნა არსებობს და მთავრობამ ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ წესი იყოს დახვეწილი იმიტომ, რომ მოქმედ წესზე პირდაპირ დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ ის წესი, რომლითაც მთავარ პროკურორს ვირჩევდით, ვერ უზრუნველყოფს მთავარ გამოწვევას - სისტემის დეპოლიტიზირებას,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები