კობა დავითაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.
დავითაშვილი სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით ძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც დავითაშვილი აცხადებს, რუსთავი2-ის ეთერში ექსპრეზიდენტმა აღიარა, რომ ჩანაწერი ვანო მერაბიშვილთან ერთად მისი დაკვეთით მომზადდა, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კი, დეპუტატის ფარული მიყურადება აკრძალულია. მისი თქმით, ეს ფაქტი სრულყოფილად არ გამოიძიეს.
დავითაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით მასზე სამჯერ მოხდა თავდასხმა, ერთხელ კი ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას. საუბარია 2006 წელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ფარულად მომზადებულ ჩანაწერზე.