რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძე არჩევანის ეთერში აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ტენდერებს ჩაწყობით იგებდნენ.
მისი თქმით, 2007 წელს მას ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა, აცხადებს, რომ მის შემთხვევაში სამართლიანად მოიგო.
„2007 წელს მქონდა 25 ათასი ზურგჩანთის მიწოდების ხელშეკრულება სამართლიანად,“ - განაცხადა დევრიშაძემ.
პეტრე დევრიშაძე აცხადებს, რომ სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე მის ტენდერით დაინტერესდა და არა ზეწრების და ბალიშის პირების ტენდერით.
პეტრე დევრიშაძე მის ადვოკატთან, ანზორ იზორიასთან, დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ იზორია დღესაც მისი ადვოკატია.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას, კითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ჯაშუში იყო და „პეწია“ იყო მისი კოდური სახელი, დევრიშაძე აცხადებს, რომ პირველად ესმის ამის შესახებ.
"ყველა ტენდერში უფრო მეტ მონაწილეობას მივიღებ. შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში უფრო ვიაქტიურებ. იქნებ ახლა დანიშნული ახალი გენერალური პიოკურორი უფრო ყურადღებას მიაქცევს და ყველანაირად ვეცდები, რომ რეაბილიტაცია მოვახდინიო ჩემი თავის," - განაცხადა დევრიშაძემ.
მისი თქმით, ტენდერებში მონაწილეობის მიღებას გააგრძელებს. დევრიშაძის თქმით, ის ბრძოლას გააგრძელებს და იმედოვნებს, რომ ახალი მთავარი პროკურორი მის საქმეს ყურადღებას მიაქცევს და ეცდება, რომ საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს.