20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო კანონის შესაბამისად მოქმედებს - თავდაცვის მინისტრის მოადგილე დევრიშაძის მიერ ტენდერების მოგებაზე

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანიების მიერ თავდაცვის სამინისტროში ტენდერების მოგებას არჩევანის ეთერში ეხმაურება.

სპეცოპერაცია ენვერის ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია ტენდერებს 2014 წლის შემდეგ იგებს, თუმცა, მისი კომპანია ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაწინაურდა და ჯამში, პეტრე დევრიშაძის კომპანიას ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

გიორგი ბუთხუზი ტენდერებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ უწყება კანონის შესაბამისად მოქმედებს. ბუთხუზის თქმით, თუ პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანს, მაშინ თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაემორჩილება კანონს და ამის შესაბამისად იმოქმედებს.

გიორგი ბუთხუზის განცხადებით, ახლა ყალიბდება შესყიდვების ახალი კანონმდებლობა, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია ნატო-ს კანონმდებლობასთან.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არსებობს საიდუმლო შესყიდვები.

გიორგი ბუთხუზის თქმით, ნატო-ს ექსპერტების რეკომენდაციით, 3 პროცენტამდე უნდა დაიწიოს საიდუმლო შესყიდვების რაოდენობამ.

დღის ამბები