20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ყველაზე ცუდი ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკეთებს არანაირ კომენტარს - ნოდარ ხარშილაძე

"მე რამ დამაინტერესამ იცით? რას წარმოდგენდა ასეთს ეს ადამიანი, რომ რუსეთის სარდლების დონის ხალხთან ჰქონდა მეგობრობა," - ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, დერვიშაძის მონათხრობში ბევრი უცნაური მომენტი იყო.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, იურიდიული თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტრო ტენდერებში შეცდომას არ უშვებს, თუმცა, ხარშილაძის განცხადებით, უწყების ფუნქცია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

„არ შეიძლება, თავდაცვის სამინისტროს მარტო ლაპარაკობდეს იმაზე, რომ ეს არ არის უკანონო იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს მთავარი ფუნქცია არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა,“ - განაცხადა ხარშილაძემ.

ის აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომავალში დაზღვეული არ არის სახელმწიფო, რომ მსგავსი პირები ტენდერებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკეთებს არანაირ კომენტარს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არანაირი გამოძიება არ ხდება, რატომ მოხდა... კი, ბატონო, არ დაგირღვევიათ კანონი, არავინ არ ამბობს ამას, არავინ აყენებს ჩრდილს თავდაცვის სამინსიტროს და განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ბიუროკრატებზე, ვინც ამ პროცესს ემსახურებიან და ვალდებულები არიან, ასეთი რაღაც გამოავლინონ და პასუხი არის, რომ რას ამბობთ, რა პრობლემაა?“ - განაცხადა ხარშილაძემ.

დღის ამბები