მთავარმა პროკურორმა საბოლოო არჩევამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. მას მხარი ჯერ საპროკურორო საბჭომ, შემდეგ კი მთავრობამ უნდა დაუჭიროს. ბოლო ეტაპი პარლამენტია, სადაც პროკურორობის კანდიდატს 6 წლის ვადით აირჩევენ. სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას - შეჩერებულიყო პროცესი მმართველმა პარტიამ კატეგორიულ უარით უპასუხა. ოპოზიცია კი საპროკურორო საბჭოში მთავარ ხარვეზად მის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მიიჩნევს.
"რა თქმა უნდა ივანიშვილი გადაწყვეტს ვინ იქნება პროკურორი და ეს უწყებები, რომლებიც ფორმალურად მონაწილეობენ პროკურორის არჩევაში, შეასრულებენ ივანიშვილის დავალებას,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მურთაზ ზოდელავამ.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე პირი ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეარჩიონ.
"სისტემას ბევრი ხარვეზი აქვს, მთავარი ხარვეზია რის თავად მინისტრი წულუკიანი, რომელიც საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელობს,"-აცხადებს ოთარ კახიძე.
უმრავლესობაში კი აცხადებენ რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არასამთავრობოებისა და აკადემიური წრეების ჩართულობა უზრუნველყოფილია.