რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის საკითხს უშიშროების საბჭო განიხილავს. სხდომა მომდევნო კვირას გაიმართება - შეხვედრის მთავარი საკითხი ნატოს სამიტისთვის პოზიციების შეჯერება იქნება, თუმცა საბჭოს წევრები დევრიშაძის თემაზეც ისაუბრებენ. მანამდე კი სატენდერო რეგულაციების ცვლილებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას უშიშროების საბჭოს მდივანი. დავით რაქვიაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დროულად უნდა გატარდეს.