20 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია - დეპუტატებმა ცვლილებებს დღეს კენჭი უნდა უყარონ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყარონ.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი, რომელიც 116 კანონში ცვლილებებს გულისხმობს, გუშინ კომიტეტებში განიხილეს. პროცესს ხმამაღალი განცხადებებიც ახლდა თან.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებები რეალურად არ ხდება და პაკეტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს. წინააღმდეგობის მიუხედავად, ცვლილებები კვირის ბოლომდე დამტკიცებული იქნება.

“მთავარი მიზანი ამ ცვლილებების ეს არის ეფექტიანი და გაცილებით მოქნილი ადმინისტრირება მცირე ზომის მთავრობის პირობებში,“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

„ნაციონალური მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ არაფერი იცვლება და ამ სტრუქტურულ რეორგანიზაციას რეალურ შედეგზე ორიენტირებული მიზანი არ აქვს.

„ეს ყველაფერი გაკეთდა ან ვალში ნაცრის შესაყრელად და იმიტაციისთვიხ,რომ რაღაც კეთდება მთავრობაში ან იმისთვის, რომ ორი ან სამი მინისტრი უმტკივნეულოდ გაუშვან სახლში,“- აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, რადგან მათთვის გაუგებარია ახალი მთავრობის გეგმა.

„ვერ დავინახეთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოაკლდეს მთავრობას კეთილდღეობა და როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხს ფული,“- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები