20 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
პატარაძის წასვლას მთელი გუნდის წასვლა მოჰყვება ეს არის პატარაძის „პადიეზდის“ მთავრობა - მურმან დუმბაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურად საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე სახელდება. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ რეგიონში „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ. ისინი ზურაბ პატარაძის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ზურაბ პატარაძის შემდეგ პოსტებს აჭარის მთავრობის წევრებიც დატოვებენ.

„როგორც კი კვირიკაშვილი შეცვალეს, მაშინვე ვთქვი, რომ ბმა აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს - პატარაძეს კვირიკაშვილთან, პირდაპირი, საურთიერთობო ბმა, არავითარი პოლიტიკური ბმა. ამიტომ კვირიკაშვილის წასვლას პატარაძის წასვლა მოჰყვებოდა. პატარაძის წასვლას მთელი გუნდის წასვლა მოჰყვება, ეს არის პატარაძის „პადიეზდის“ მთავრობა,“- განაცხადა პარტია ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ.

”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის შეფასებით, პატარაძე და არჩილ ხაბაძე დანაშაულებრივი ჯაჭვია.

„საქართველოს ხელისუფალთ, როგორც ჩანს, ძალიან არ უყვართ აჭარა, მაგრამ მე გეტყვით, რომ მათ არ უყვართ საქართველო იმიტომ, რომ ასეთი წარუმატებელი და სახიფათო ექსპერიმენტები ყველგან, მაგრამ ჩვენს რეგიონში ტარდება, დანაშაულის ტოლფასია. ხაბაძე, პატარაძე - ეს არის დანაშაულებრივი ჯაჭვი,“- განაცხადა ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ზურაბ პატარიძის გუნდი თანამდებობას დღის მეორე ნახევარში დატოვებს. ბრიფინგი სამ საათზეა დანიშნული.

ამავე თემაზე
დღის ამბები