20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობა იცვლება

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდმა „კურიერს“ უკვე დაუდასტურა, რომ აჭარის მთავრობა იცვლება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამ თემაზე გუნდში კონსულტაციები გაიმართა და პატარაძის წასვლა სწორედ ამ მსჯელობის შემდეგ გადაწყდა.

„კონსულტაციები იყო გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. გთხოვთ, ცოტა ხანს რომ დაელოდოთ იმიტომ, რომ დღის მეორე ნახევარში ახალი ინფორმაცია უკვე ოფიციალურად თავად აჭარის მთავრობის მხრიდან გახდება თქვენთვის ცნობილი,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე კი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის მეთაურის გადაგომის შესახებ კონსულტაციების გამართვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ზურაბ პატარიძის გუნდი თანამდებობას დღის მეორე ნახევარში დატოვებს. ბრიფინგი სამ საათზეა დანიშნული.

ამავე თემაზე
დღის ამბები