20 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობისთვის გაუგებარია რატომ უცხადებს მესამე სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობას

მთავარი პროკურორის შესარჩევად კანდიდატებს განაცხადის შეტანის ვადა დღეს ეწურებათ. საპროკურორო საბჭოში ამ  დროისთვის 21 განცხადებაა შეტანილი. "ქართული ოცნების" ფავორიტად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე სახელდება. კანდიდატებს შორის არის ირაკლი ნადარეიშვილიც, რომელსაც ასევე აქვს ხელისუფლების მხარდაჭერა.

ნადარეიშვილი ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, თუმცა მმართველი პარტია მხარდაჭერას არ მალავს შალვა თადუმაძის მიმართაც. თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, 2012 წელს ის ერთ-ერთი ადვოკატი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით მის ინტერესებს იცავდა როგორც ცნობილია, თადუმაძე ნათესაური კავშირი აქვს თეა წულუკიანთანაც. 

რაც შეეხება პროკურორის შერჩევის საკითხს. როგორც ცნობილია, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს მესამე სექტორი, რაც მმართველი გუნდისთვის გაუგებარია. 

„ჩავატარეთ რეფორმა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას, ამ პროცესს უნდობლობა რატომ უნდა გამოუცხადოს ადამიანმა ჩემთვის გაუგებარია,“-აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს არ უმსჯელია.  

„უმრავლესობის ფავორიტი კანონის უზენაესობაა, მხარს ვუჭერთ ამ თანამდებობაზე იყოს შერჩეული პროფესიონალი საზოგადოების ნდობით, რომელიც შეძლებს გაუძღვეს პროკურატურის საქმიანობას იმგვარად რომ ქვეყანაში მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილ და ყველა პირი რომელიც დანაშაულს ჩაიდენს იყოს მიცემული პასუხისგებას,"-აცხადებს თალაკვაძე.

დღის ამბები