20 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
"ადვოკატთა ასოციაციამ“ ადვოკატების განცხადებების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს

"ადვოკატთა ასოციაციამ“ იმ ადვოკატების განცხადებები შეისწავლა, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა.

დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სერიოზულ კანონდარღვევებს, როგორც გამოძიების მიმდინარეობისას, ისე სასამართლოებში საქმის განხილვების დროს.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მაინც ბრალის წარდგენა მოხდა.

დეტალური განმარტებები „ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

„კომისიის მიზანი იყო, შეესწავლა რეპრესირებული ადვოკატის საქმეები, ის დარღვევების, რომლებიც მოიძიებოდა ამ საქმეებში, რათა საერთო ჯამში ამ ადვოკატებს და პოლიტიკური ნიშნით დევნილ, დაპატიმრებულ პირებს მისცემოდათ შესაძლებლობა, აღედგინათ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ ორი თვის განმავლობაში შესწავლილი იქნა 7 საქმე, სამზე მომზადდა უკვე დადებითი დასკვნა, სადაც დადასტურდა, რომ კონკრეტული ადვოკატის მიმართ მართლაც ჰქონდა პროფესიული ნიშნით დევნის ფაქტს ადგილს და მათი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა,“- განაცხადა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

დღის ამბები