20 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
"ვისაც კი კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ,"- რომან გოცირიძე ზურაბ პატარაძის გადადგომას აფასებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან გადადგომას დეპუტატები გამოეხმაურნენ. განცხადებები პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც გაკეთდა.

საპარლამენტო ოპოზიციაში პატარაძის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზურაბ პატარაძის მიერ თანამდებობიდან წასვლა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომას დაუკავშირეს.

„აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დღეს დატოვებს პოსტს და თქვენ არც კი გითქვამთ, რატომ აგდებთ ამ ადამიანს. ალბათ, იმიტომ, რომ ვისაც კი კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ. ეს შავი სია კიდევ გაგრძელდება და ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება, ამას მალე ვნახავთ. მერე მიადგებიან, ალბათ, პირად მზარეულებს და პირდ ფიტნესინსტრუქტორებს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ზურაბ პატარაძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება. ანრი ოხანაშვილის თქმით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პატარაძის თქმით, პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუნდურად მიღებულია.

 

დღის ამბები