პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაიას პერფორმანსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან. წულაიამ სიმბოლურად ჩალა დაიფარა თავზე.
მისი თქმით, ქვეყანა ჩალითაა დახურული, რადგან სასამართლოში მოქალაქეები სამართალს ვერასოდეს აღწევენ.
„მურუსიძის სახელობის ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაიქცა იმ ორგანოდ, რომელმაც ქვეყანა ჩალით გადახურა, სადაც სამართალს ვერ პოულობ,“- განაცხადა გოგი წულაიამ.
აქციაში მონაწილე მაყვალა დანგაძე აცხადებს, რომ სოფელ ზედა ჟონეთში მის კუთვნილ ნახევარ ჰექტარ მიწაზე ფირმა „გრანიტი“ ქვას უკანონოდ მოიპოვებს. ის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.