20 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დევრიშაძე შსს-სგან მილიონებს იღებს სიმართლე არ არის - შს მინისტრის მოადგილის პირველი კომენტარი

რუსეთის სასარგებლოდ აგენტობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის მიერ შს სამინისტროს ტენდერებში გამარჯვების საკითხს შს მინისტრი გამოეხმაურა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აგენტობისთვის მსჯავრდებული პირი შს სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარს იღებს.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური შუქამრეკლი ტანსაცმლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ბოლოდ ტენდერს, სადაც ფასის მიხედვით დავრიშაძის კომპანიამ ისევ გაიმარჯვა, ხოლო მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შს სამინისტრომ აღნიშნული ტენდერი გააუქმა, მერზვრიშვილი ამბობს, რომ ამ შესყიდვის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს.

შეგახსენებთ, სატენდერო კომისიამ პეტრე დევრიშაძეს ფასის მიხედვით მოგებული ტენდერი შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის მოთხოვნით გააუქმა.

ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე გუშინ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოქვეყნდა.

დღის ამბები