ბერლინში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი გაიხსნა. ფორუმი მეშვიდედ ტარდება. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელმა.
განხილვის მთავარ თემებია ჰიბრიდული საფრთხეები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე მათი გავლენა. შეხვედრაზე ასევე განიხილება შავი ძრავის რეგიონის უსაფრთხოება და ნატოს გაფართოების საკითხიც.
ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფორუმის მონაწილეებს ერთობლივი წერილიც გაუგზავნეს.
„ამ სამიტმა უნდა გადაწყვიტოს მომავალი ჩვენი ქვეყნისა და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ იმ ფრონტისპირა ქვეყნების, რომლისთვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლა და დემოკრატიის განმტკიცება ამ რეგიონში და ზოგადად გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.
საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ლევან დოლიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წერილი კარგი ნაბიჯია.
„ქვეყნის შიგნით, ძალისხმევის მაქსიმალური კონსოლიდაცია ნატოსთან ურთიერთობებში არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ნამდვილად მისასალმებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობილი განცხადება სამიტის წინ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს აღქმას იმის თაობაზე, რომ ნატოს პარტნიორი საქართველოში არის არა რომელიმე ხელისუფლება, არამედ სწორედ ქართველი ხალხი,“ - აღნიშნა ლევან დოლიძემ.