20 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომა - უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ 

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ზურაბ პატარაძის გუნდის წევრები პირველ განცხადებებს აკეთებენ. უმრავლესობა ამბობს, რომ პატარაძის გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუნდურად მიღებული იყო. 

თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. 

ირაკლი ჭეიშვილმა, რომელიც „კურიერთან“ საუბრის დასაწყისში თქვა, რომ ზურაბ პატარაძის მიერ წასვლის გადაწყვეტილება გუნდურად, განხილვის შედეგად მიიღეს, საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ პატარაძის გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო.

ჭეიშვილმა ოპოზიციის განცხადებებსაც უპასუხა, სადაც ხელისუფლების ოპონენტები პატარაძის წასვლას, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას უკავშირებენ.  

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს. 

„საფუძველს მოკლებულია იმიტომ, რომ ახლანდელ პრემიერთანაც იდეალური ურთიერთობა ჰქონდა ზურაბ პატარაძეს და ის, რომ კვირიკაშვილის გუნდის წევრად ითვლებოდა და ჩვენ გუნდი ერთი ვართ. შესაბამისად, ზურაბ პატარაძე რჩება „ქართულ ოცნებაში“, ჩვენს გუნდში. ის, რომ კვირიკაშვილის გადადგომას პატარაძის გადადგომა მოჰყვებოდა, არასწორი ინფორმაციაა. დღეს გავიგე, რომ პატარაძე ოფიციალურად გადადგა, ხვალიდან ალბათ, იქნება კონსულტაციები,“- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები