20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
თადუმაძე და ნადარეიშვილი - მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატიდან მმართველ გუნდს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს

მთავარი პროკურორობის მსურველი 21 კანდიდატიდან მმართველ უმრავლესობას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. შემოთავაზებული სიიდან სამი კანდიდატი იუსტიციის მინისტრმა უნდა შეარჩიოს და საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს. საბჭომ კი თავის მხრივ ერთი უნდა მოიწონოს და მთავრობას გადაუგზავნოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კულუარებში ადასტურებენ, რომ თეა წულუკიანის სამ რჩეულში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე მოხვდება. მმართველი პარტიის ფავორიტი თადუმაძეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისა და მოქმედი პროკურორების ფავორიტი კი ირაკლი ნადარეიშვილია. პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსნის ლობისტი ნანა კაკაბაძეა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე 21 კაციან პროკურორობის მსურველთა სიაში „ევროპული საქართველოს“ წარდგენით მოხვდა. საკუთარი კანდიდატის დარეგისტრირების მიუხედავად, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის პირობებში პროცესს საპარლამენტო უმცირესობა უნდობლობას უცხადებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი ხელისუფლების გამოკვეთილი ფავორიტებიდან გამომდინარე, მთავარი ბრალმდებლის შერჩევის პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავარი პროკურორობისთვის კონკრეტული კანდიდატურების განხილვის აზრს ვერ ხედავს. გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ თეა წულუკიანის შერჩეულ პროკურორს ნდობა არ აქვს.  

მთავარი პროკურორობის შერჩევის პროცესის მეორე ეტაპი აქტიურად მომავალი კვირიდან დაიწყება, როდესაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შვებულებიდან დაბრუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები