ბერლინში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი გრძელდება. კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მთავარი თემები კვლავ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, ენერგო უსაფრთხოება და ნატოს გაფართოებაა.
ფორუმზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება საქართველოს პოზიცია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
„საქართველო არის უმოკლესი გზა და ის ტრანზიტული ჰაბი, რომელსაც შეუძლია, რომ ეს არსებული გამოწვევები რუსეთის მხრიდან ზეწოლა მთელს მსოფლიოზე და განსაკუთრებით ევროპაზე შემცირდეს და მოინახოს ალტერნატიული გზები იმისა, თუ როგორ შეიძლება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფა ამ კუთხი“- აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.
დისკუსიის თემა იქნება უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ წამოჭრილი მიგრაციის პრობლემაც.