20 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
სამინისტროების სახელწოდებები - მმართველი გუნდის დეპუტატებს შენიშვნები აქვთ

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ. პარლამენტმა კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით უნდა მიიღოს.

მმართველ გუნდში შენიშვნები ძირითადად სამინისტროების სათაურებთან დაკავშირებით აქვთ. მაგალითად, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებაში მეცნიერებაც დაემატა. დეპუტატები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

„იყო გარკვეული შენიშვნები რამდენიმე კოლეგის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ტექნიკური საკითხი, შინაარსობრივად, ბუნებრივია, დევნილების თემა ჩვენთვის პრიორიტეტად. მათი სოციალური კუთხით გაძლიერება და ეს არის ასახული ამ სათაურშიც. თუ სხვაგვარად შეიძლება ამის ჩამოყალიბება, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

კანონში შესატან ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ის რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.

ამავე თემაზე
დღის ამბები