ბიზნესმენ გია უდესიანის უფლებადამცველი სოფო კილაძეს გამოეხმაურა. საქმე ეხება ბრალდებას, თითქოსდა, ზვიად კუპრავა ევროპაში გია უდესიანის ოჯახის წევრს შეხვდა.
ბექა ბასილაიას თქმით, უდესიანი არის პოლიტიკური დევნილი და მას მოზარდების მკვლელობის საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს.
ადვოკატის თქმით, სოფო კილაძემ ცრუ ინფორმაცია სუს-ის საშუალებით მოიპოვა.
„გიორგი უდესიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა საქართველოში, რაც დაადასტურა ინტერპოლმა, რომელმაც უარი უთხრა საქართველოს მთავრობას გიორგი უდესიანის საერთაშორისო ძებნაზე. ქალბატონმა სოფიო კილაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გიორგი უდესიანი არის პოლიტიკურად დევნილი, სრულიად უკონტექსტოდ, ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე, მან კომისიაზე გამოძახებულ პირს, ზვიად კუპრავას კითხვები დაუსვა გიორგი უდესიანთან დაკავშირებით, რომელიც ხორავას ქუჩასთან მომხდართან დაკავშირებით არავითარ შუაში არ არის, არავითარი შემხებლობა არ აქვს,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.