არ არის გამორიცხული აჭარის მთავრობის მეთაურის შესარჩევად დაწყებული კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
ამ კონსულტაციებში მხოლოდ პრეზიდენტი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა მონაწილეობდნენ, თუმცა დღეს პოლიტიკური განცხადებები საქართველოს პარლამენტშიც კეთდებოდა. რაც შეეხება ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს, ის კახა კალაძის გუნდის წევრად მოიაზრება. კალაძე კი რიჟვაძის მხარდაჭერას ღიად აფიქსირებს.
„ილია ელოშვილის მოადგილე იყო, თუმცა მე თორნიკეს ვიცნობ. ჩვენ დიდი ხანი გვიწევდა თანამშრომლობა. არის უაპტიოსნესი ადამიანი, მოწესრიგებული, განათლებული, მგონია, რომ ასეთი ახალგაზრდები სჭირდება ქვეყანას. ჩვენ ჩვენი კანდიდატების დასახელება გვინდა, ჩვენ ვართ პარტია "ქართული ოცნება," მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი, აბა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ხო არ დავასახელებ,“-განაცხადა კალაძემ.