ნატოს სამიტზე პირველად საქართველოს თემატიკაზე უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების სფეროსა და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.
შეხვედრაზე იმსჯელებენ შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებითაც. ქართული მხარე სამიტზე რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის საკითხსაც დააყენებენ.
შეხვედრაში საქართველო უკრაინასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში, უმაღლეს დონეზე დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან საქართველო ორს დაესწრება.
„ეს არის ნატოს სტრატეგიის გამოვლინება, რომ საქართველო რეგიონალურ კონტექსტში უსაფრთხოების კუთხით ყოფილიყო აღქმული ნატოს მხრიდან და ხაზგასმა იმისა, რომ უსაფრთხოების რეგიონალური მიმართულებით თანამშრომლობა ნატოს სტრატეგიული მიმართულების ეთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველო-ნატოს ურთიერთობებს შორის. ჩვენ ამ ფორმტას გამოვიყენებთ, რომ ვისაუბროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე და იმ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებზე, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.