20 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა - ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლების ჩამორთმევას აფასებს

ქვეყნის პირველი პირისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლების ჩამორთმევას, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობად აფასებს. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამას მმართველი გუნდი მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არ დაუბრუნოს.

„ნაციონალური მოძრაობის შიში ნამდვილად არ უნდა ქონდეთ, ხელისუფლებაში მოსვლის 6 წლის თავზე. მაგრამ ეს რა ტენდენციაა? როდესაც რაღაცის გეშინია და პრეზიდენტს კონსტიტუციურ უფლებას ართმევ, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს ფეხქვეშ თელავ, მხოლოდ და მხოლოდ, შენი პოლიტიკური მოსაზრებების კი არა, შენი პოლიტიკური ინტერესების გამო,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ასევ იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გამოიყენებს მის უფლებას და წარადგენს საკუთარ კანდიდატურას აჭარის ხელმძღვანელის პოსტზე.

"ხელისუფლებამ, როგორც ჩანს ვერ გათვალა რომ კონსტიტუციაში და კანონში არ არის ნათლად გაწერილი ვალდებულება პრეზიდენტისა, აჭარის ხელმძღვანელის კანდიდატურა შეათანხმოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მინისტრთა კაბინეტთან. ესე იგი, პრეზიდენტი , იმედია არ შეშინდება და წარადგენს თავის კანდიდატს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები