20 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
გიორგი გახარია ფრნაგ კოლეგას შეხვდა - მხარეებმა ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულები განიხილეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფრანგ კოლეგას შეხვდა. მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასა და ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.

გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა ხელი მოაწერეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული გამოწვევებიც განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

დღის ამბები