20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი - მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისა და მოადგილის განმარტებები

„კურიერის“ ინფორმაციით, ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამო მთავარ პროკურატურაში განხეთქილებაა. „რუსთავი 2-ს“ სანდო წყარო უყვება, რომ პროკურორების ნაწილი მხარს უჭერს პროკურორ ლევან ძნელაძის კანდიდატურას, ნაწილი კი პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს. თუმცა თავად მთავარ პროკურატურაში ურთიერთდაპირისპირებას არ ადასტურებენ.

„რუსთავი 2-თან“ განცხადებები მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა და მისმა მოადგილემ გააკეთეს. მამუკა ვასაძემ შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევა დამოკიდებულია საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე.

„პირადად მე ასეთ პოზიციას არ გამოვხატავ იმიტომ, რომ პროკურატურის სამი თანამშრომელია, ერთი ქალბატონიც არის, ამიტომ ეს საკითხი ჩემზე ნაკლებად არის დამოკიდებული, არის საპროკურორო საბჭოზე, მთავრობის თანხმობასა და პარლამენტზე. მე ვარ მოადგილე, რომელიც ამჟამად ვასრულებ მთავარი პროკურორის მოვალეობას და ბუნებრივია ჩემი არც უფლებამოსილებაა რაღაც კუთხით და ბუნებრივია, ეს პროცედურა ჩემგან დამოუკიდებელია და ამ საკითხთან დაკავშირებით არ მექნება პოზიცია,“- განაცხადა მთავრი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ვასაძემ.  

გიორგი გოგაძის თქმით კი, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს და პროკურორებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესი, ყოველგვარი დაპირისპირების დარქმევა ამ პროცესის მიმართ არის, რბილად რომ  ვთქვათ, არასწორი. ამ პროცესში არავინ არის ფავორიტი, გადაწყვეტილებას იღებს საპროკურორო საბჭო, დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელსაც პროკურატურის განვითარების საუკეთესო ხედვა ექნება,“- განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ.

 

დღის ამბები