20 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
პარლამენტის ადგილმდებარეობის განხილვას პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის რეგლამენტის განხილვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის დროს მმართველი გუნდის ნაწილის განცხადებით, ქუთაისთან ერთად რეგლამენტში პარლამენტის ადგილმდებარეობად აუცილებლად უნდა აისახოს თბილისიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პარტიაში განხილვის შემდეგ პარლამენტის ადგილმდებარეობა განისაზღვრება.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ უნდა გაკეთდეს და საკანონმდებლო ორგანოდ დეპუტატებმა ორივე შენობა გამოიყენონ. 

კიდევ ერთი საკითხი რაზეც მმართველი გუნდი ვერ თანხმდება, დეპუტატთა ეთიკის კოდექსს ეხება. მმართველი გუდის ნაწილი რეგლამენტში დეპუტატებისთვის ეთიკის კოდექსის განსაზღვრას არ ეთანხმება.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ახალი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაზრდაა. პროექტი საპარლამენტო კომიტეტებში პირველი მოსმენით განიხილება. 

დღის ამბები