„ცოტა ღიმილისმომგვრელი არის, როდესაც უსუფაშვილი ქვეყნის გადასარჩენად უხმობს მარგველაშვილს,“ - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი დავით უსუფაშვილის ღია წერილს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტს პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობს. მელიქიშვილის თქმით, უფრო ღიმილისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ქვეყნის ერთ-ერთ გადამრჩენლად საკუთარ თავსაც ასახელებს.
„ან ერთს ან მეორეს რა გაუკეთებიათ საერთოდ? ისინი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში და მის კარზე გამოიყურებოდნენ, როგორც კაკუტა და ქუჩარა. ათენებდნენ დითირამბების წერაში ნაცვლად იმისა, რომ ეზრუნათ, რომელიმე ადამიანის პრობლემის მოგვარებაზე, გარდა საკუთარი ნათესავებისა. დღეს ისინი საუბრობენ ქვეყნის გადარჩენაზე“ -ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.