20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
რელიგიის სააგენტო, სავარაუდოდ, აღარ გაუქმდება - გადაწყვეტილებას თეოლოგები, რელიგიური ჯგუფები და არასამთავრობოები აპროტესტებენ

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ცვლილება, სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება. რელიგიის საკითხთა სააგენტო, სავარაუდოდ, ისევ პრემიერის დაქვემდებარებაში დარჩება და ცალკე სტრუქტურად განაგრძობს მუშაობას.

თეოლოგები, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი პრემიერს მოუწოდებენ, არსებული ფორმით რელიგიის სააგენტო გააუქმოს.

თეოლოგის, ლადო ნარსიას განცხადებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძე გადაარწმუნა და რელიგიის სააგენტო სახელმწიფო მინისტრის აპარატს აღარ შეუერთდება. თავად სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებულია, რომ ზაზა ვაშაყმაძემ პრემიერს აზრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკუთარი გავლენების გამოყენებით შეაცვლევინა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები უკვე ერთ წელზე მეტია, ითხოვენ. მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, ზაზა ვაშაყმაძე სააგენტოს რელიგიური ჯგუფების გასაკონტროლებლად იყენებს.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის ინფორმაციით, სააგენტო საბჭოური მეთოდებით იმართება და რელიგიური ჯგუფებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.

სახალხო დამცვლის აპარატშიც მიაჩნიათ, რომ არსებული ფორმით რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება აუცილებელია.

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, ჟანა აკოფაშვილი.

 

დღის ამბები