20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
უსუფაშვილის შეთავაზება პრეზიდენტს - ღია წერილმა პოლიტიკურ სპექტრში ერთმანეთისგან განსახვავებული რეაქცია გამოიწვია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადის გაკეთებას სთავაზობს. დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მოუწოდებს, პოლიტიკური გეგმების შესახებ ღიად განაცხადოს.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტოსთვის მოსამზადებელი ეტაპი გახდება და პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად მხარდამჭერების რაოდენობასაც გაარკვევს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობას და კოალიციურ მთავრობას სთავაზობს. ღია წერილის უშუალო ადრესატს, დავით უსუფაშვილისთვის პასუხი არ გაუცია.

„ქართული ოცნების“ წევრებმა, დავით უსუფაშვილს და გიორგი მარგველაშვილს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, ვისი დახმარებით გახდენენ ქვეყნის და საკანონმდელო ორგანოს პირველი პირები და ეჭვობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ახლაც იგივე შეძლონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი დავით უსუფაშვილს "ნიუ-იორკ ტაიმსში," ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ წერილს ახსენებს და ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, მოქმედ პრეზიდენტთან ერთად, ყვარყვარეს პერსონაჟებს ადარებს.

ახალ პოლიტიკურ ალიანსს და ბიძინა ივანიშვილის ორი ყოფილი პარტნიორის საარჩევნო შანსებს, სკეპტიკურად აფასებს ნინო ბურჯანაძე.

დავით უსუფაშვილის იდეას ღია მხარდაჭერა დღეს მხოლოდ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გამოუხადეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები.

რას აპირებენ დავით უსუფაშვილის ყოფილი თანაპარტიელები ამ დრომდე უცნობია. „რესპუბლიკელებმა“ ყოფილი ლიდერის ინიციატივაზე დეს კომენტარი არ გააკეთეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები