შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ.
ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ექსპერტები შესაბამისი გეგმის რატიფიცირებაზეც იმუშავებენ.
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში მოლაპარაკებებს უკვე მეორე დღეა მართავს.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე 1950-1953 წლებში, კორეის ომის დროს დაღუპული ამერიკელების ცხედრების რეპატრიაციის საკითხიც განიხილეს.
მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეას დღეს საღამოს დატოვებს და ტოკიოში გაემგზავრება, სადაც იაპონიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.